განცხადების დამატება

ჩვენ შესახებ

ვებ პორტალი dogdog.ge წარმოადგენს შპს  "პროსერვისი"- საკუთრებას.

Pro-Service -ი    1999 წლიდან მოღვაწეობს  და წარმოადგენს განვითარებაზე ორიენტირებულ მუდმივად მზარდი ტიპის კომპანიას.  ასევე კომპანია ქართული ბაზრის ერთ ერთი ლიდერია ინტერნეტ პროექტების  დაგეგმვისა და განხორციელების სფეროში.

კომპანიის ძირითად საქმიანობას ვებ დეველოპმენტი, სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება, ვებ ჰოსტინგი, .ge , .com, .org, .net და სხვა დომენური სახელების რეგისტრაცია წარმოადგენს. 2019 წლიდან კი პროსერვისი - ინვესტიციით მწყობრში ჩადგა TR 3 სტანდარტზე დაფუძნებული მონაცემთა დამუშავების ცენტრი, რითაც მომხმარებელებისათვის  დამატებითი სერვისების - გამოყოფილი სერვერების არენდისა და კოლკოაციის მომსახურების შეთავაზება მოხდა.

დღეისთვის Pro-Service    ემსახურება 10 ათასზე მეტ ორგანიზაციასა და კერძო პირს

ჩვენი მიზანია, მზარდი ბიზნესის გარემოშიც კი მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ მომხმარებლის ინტერესები. შექვმნათ ბაზრისთვის და კლიენტებისთვის ისეთი პირობები რაც ხელს შეუწყობს მთლიანად ინტერნეტ სფეროს განვითარებას.

რაც შეეხება ვებ გვერდს შექმნის იდეას. dogdog.ge - ესაა ჩვენი კომპანიის კიდევ ერთი პროექტი, რითაც ვფიქრობთ საინტერეო და საჭირო პლატფორმას  მივაწოდებთ  ქართულ ინტერნეტ საზოგადოებას.    ჩვენ გვყავს იორკშირული ტერიერილილურომელიც კომპანიის დამფუძნებელს ეკუთვნის, თუმცათითქმის ყოველდღე დადის ჩვენს ოფისში და ჩვენი  თანამშროლების უსაყვარლესი  არსებაა. ხშირად გამოფენებზე და და სხვადასხვა შეკრებებზე, ცხოველების მეპატრონეებს გამოუთქვავთ წუხილი, რომ არ არსებობდა ვებ გვერდი, სადაც მოხდებოდა მათი საყვარელი ცხოველების ლეკვების თუ კნუტების გაყიდვა ან გაჩუქება. სწორედ ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ ასეთი ფუნქციების მქონე ვებ გვერდის შექმნა, სადაც არა მხოლოდ გაყიდვის ან გაჩუქების განცხადების დამატების შესაძლებლობა იქნება, არამედ ჩვენს ბლოგზე მომხმარებლებს შეეძლებათ სხვადასხვა მათთვის საინტერესო და საჭირბოროტო თემების წამოწევა, განხილვა, რეკომენდაციების მიღება, გაზიარება და ..

ასევე ვებ გვერდზე მოხდება ცხოველების მოვლასთან დაკავშირებული საქმიანობების და პროფესიების წარმოჩენაც,  როგორიცაა ვეტერინარული კლინიკები, ვეტ. ექიმები, გრუმერები, კინოლოგები და ..

გისურვებთ წარმატებებს და თქვენი და თქვენი ოთხფეხა მეგობრების ჯანმრთელობას !!!

პროსერვისის

ადმინისტრაცია