განცხადების დამატება

ცხოველის გაყვანა საზღვარგარეთ

20 ივლ 2022

კომენტარი : 0

ავტორი: ადმინი

ცხოველის გაყვანა საზღვარგარეთ

მეპატრონეებს რომლებსაც სურთ შინაური ცხოველის (ძაღლის, კატის) საზღვარგარეთ გაყვანა, უნდა მიმართონ სურსათის ეროვნულ სააგენტოს - თბილისის სამმართველოს (მარშალ გელოვანის #6)სოფლის მეურნეობის სამინისტროს უკან

აუცილებელია წარადგინოთ ცხოველის ვეტპასპორტი( საერთაშორისო ) სადაც აღნიშნული იქნება ყველა ჩატარებული ვაქცინაცია (კომპლექსური და ცოფი) თუ სხვა პროცედურა (დამუშავება ჭიებზე, რწყილზე და ტკიპაზე).

ლეკვის გაყვანა ქვეყნიდან შესაძლებელია მხოლოდ ცოფის ვაქცინაციიდან ერთ თვეში.
საჭიროა წარადგინოთ პირადობის დამადასტურებელი საბუთი მეპატრონის, რომელსაც ცხოველი საზღვარგარეთ გაყავს.

ადგილზე იწერება განცხადება, თან ერთვის 100 ლარიანი ქვითარი, რომლის გადახდაც  ბანკშია შესაძლებელი.

 

ევროკავშირი მოითხოვს:

 

1. ცხოველის სრულ და ევროკავშირის მიერ აღიარებული ვაქცინებით ვაქცინაციას

2. ცოფის ვაქცინაციის ჩატარებამდე ცხოველის ჩიპირებას

3. ცოფის ანტისხეულებზე ანალიზის ქონას, რომელის აღებაც და გერმანიაში გაგზავნაც ხდება ცოფის ვაქცინაციიდან არა უადრეს 1 თვისა

4. სამთვიანი კარანტინს, რომლის ათვლაც იწყება ცოფის ანტისხეულების ანალიზის აღების თარიღიდან იმ შემთხვევაში თუ ტიტრი აღემატება 0,5 IU/ml

5. ცხოველის გაყვანამდე მაქსიმუმ 72 საათით ადრე უნდა მოხდეს ვეტერინარის მიერ ცხოველის ჯანმრთელობის შემოწმება; ვაქცინების ვალიდურობის კონტროლი; ჩიპის გამართულად მუშაობის შემოწმება

6. ცხოველის დეჰელმინთიზაცია ვეტერინარის მიერ რომელიც ხორციელდება ცხოველის 72 საათამდე შემოწმების დროს

7. 3 თვიანი კარანტინის პერიოდის გასვლის გარეშე საქართველო არ გასცემს EU სერტიფიკატს რომელიც საჭიროა ცხოველის ტრანსპორტირებისას. ბრიტანეთის მოთხოვნის მიხედვით, ცხოველი ტრანსპორტირებამდე 5 დღით ადრე უნდა დამუშავდეს ექტო (გარეგან) პარაზიტებზე. ევროპის მსგავსად, უკრაინაც მოითხოვს ყოველივე ზემო აღნიშნული წესების ნაბიჯ-ნაბიჯ შესრულებას თუმცა ამ ეტაპზე ეს მოთხოვნები ომის გამო შეჩერებულია. 

 

წესების მიხედვით ამერიკაში იმპორტირებული ძაღლი ( კატებს აღნიშნული მოთხოვნები არ ეხებათ) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

 უნდა ქონდეს ჩიპი.

 სრულფასოვანი ვაქცინაცია ცოფის და სხვა ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგოდ

გააჩნდეს ცოფის ანტისხეულების ტესტი ჩატარებული და პოზიტიური

 ცოფის ანტისხეულების ანალიზი უნდა იქნეს აღებული არა უადრეს 30 დღისა ბოლო ცოფის ვაქცინიდან . დადებითი ანტისხეულების შემთხვევაში - ტიტრი 0.5მეტი ცხოველი ამერიკაში დაიშვება სისხლის აღების თარიღიდან 45 დღეში

 ტესტის ვალიდურობა განისაზღვრება 1 წლით

 

✈️ ერთადერთი მიმღები პუნქტები:Anchorage (ANC), Atlanta (ATL), Boston (BOS), Chicago (ORD), Dallas (DFW), Detroit (DTW), Honolulu (HNL), Houston (IAH), Los Angeles (LAX), Miami (MIA), Minneapolis (MSP), New York (JFK), Newark (EWR), Philadelphia (PHL), San Francisco (SFO), San Juan (SJU), Seattle (SEA), and Washington D.C. (IAD).✅

 

იმისთვის რომ ცხოველი დაშვებული იქნეს ამერიკაში, 30 დღით ადრე თქვენი ძაღლის დეტალური ინფორმაცია უნდა შეავსოთ შემდეგ ლინკზე: https://cdc-786687.workflowcloud.com/.../22174f02-dd37...

 

დამატებითი კონტაქტისთვის გამოიყენოთ მეილი თუ ამისი საჭიროება იქნა: CDCanimalimports@cdc.gov

ურთავთ ძაღლის სრულ ფოტოსურათს, კბილების წინა და გვერდით ხედს რადგან 6 თვეზე ადრეული ასაკის ძაღლები ქვეყანაში არ დაიშვებიან

 ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სტერტიფიკატის ქონა ყველა სხვა დოკუმენტებთან ერთად წარმოადგენს არჩევით საკითხს და დამოკიდებულია ოფიცერზე ( ყველას არ თხოვენ)

 01.12.2021 დან ამერიკაში აცრილი ძაღლების მეპატრონეებს არ ესაჭიროებათ აშში ცხოველის შეყვანის ნებართვაზე განაცხადის შევსება

 3 ძაღლზე მეტის შეყვანის უფლება არ აქვს ერთ მეპატრონეს

გასაჩუქებელი ძაღლები არ დაიშვებიან

ასევე არ დაიშვებიან სხვა მეპატრონისთვის გადასაცემი ძაღლები

 სამოგზაუროდ ძაღლების შეყვანა აიკრძალა

CDC მიერ ნებართვის არ ქონის შემთხვევაში ნებისმიერი ძაღლი ჩასული ამერიკაში დაუყოვნებლივ გამოიგზავნება უკან

 არაცოფის მატარებელი ქვეყნებიდან საქართველოში შემოსული და 6 თვემდე მაცხოვრებელი ძაღლების აპლიკაცია განიხილება ინდივიდუალურად

რაც შეეხება რუსეთის ტერიტორიაზე ცხოველების გაყვანას - პასპორტის, ჩიპირების, ვაცინაციის და ჯანმრთელობის ცნობის მოთხოვნა აქვს მხოლოდ გაითვალისეინეთ, რომ ზოგიერთი ქვეყანა, გამომდინარე საერთაშორისო რეგულაციებიდან კრძალავს ყურებ და კუდ კუპირებული ძაღლების შეყვანას. გერმანიის შემთხვევაში კი გარკვეული ტიპის და აგრესიულობის მქონე ჯიშის ძაღლების იმპორტს. 

მეპატრონეს ასევე ევალება საზღვარზე გადასაყვანი ცხოველის იდენტიფიკაცია (ჩიპირება, ტატუირება). პასპორტში და სერთიფიკატში ასევე მიეთითება ჩიპის (ან ტატუირების) ნომერი და ფოტოსურათი. ასევე ცხოველის გადაყვანა ხორციელდება კონტეინერით, ან ცხოველის გადასაყვანი სპეციალური ჩანთით. ადგილზე უნდა მოხდეს ცხოველის ვიზუალური დათვალიერება. იგი უნდა იყოს ჯანმრთელი.

იმისათვის, რომ გაეცნოთ დეტალურ ინფორმაციას, თუ რა მოეთხოვება მეპატრონეს საზღვარზე შინაური ცხოველის გადაყვანასთან დაკავშირებით კონკრეტულ ქვეყანაში.დარეკეთ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარულ დეპარტამენტში - 291 91 68 (3162

 

ინფორმაციის წყარო:https://vetex.ge/

 

უკან დაბრუნება

კომენტარის დატოვება შეუძლია მხოლოდ
რეგისტრირებულ მომხმარებელს



ძებნა

კატეგორიები

ბოლოს დამატებული

თაგები