განცხადების დამატება

10 მიზეზი, თუ რატომ უნდა გვყავდეს სახლში შინაური ცხოველი

20 ივლ 2022

კომენტარი : 0

ავტორი: ადმინი

10 მიზეზი, თუ რატომ უნდა გვყავდეს სახლში შინაური ცხოველი

ხშირად ხდება, რომ ადამიანები, რომლებსაც არასოდეს არ ჰყოლიათ შინაური ცხოველები ბავშვის თხოვნას ემორჩილებიან და იწყებენ ფიქრს, შეიძინონ შინაური ცხოველი ძაღლი ან კატა. როგორიც არ უნდა იყოს მიზეზი, შეუძლებელია რომ არ შეგიყვარდეთ ისინი.


არსებობს 10 მიზეზი, რომელიც ყველაზე ხშირად უბიძგებს ადამიანებს შინაური ცხოველების შეძენისაკენ.
1. ცხოველებთან ურთიერთობა ამცირებს სტრესს
ბევრი ადამიანისთვის ძაღლთან თუ კატასთან ურთიერთობა ხელს უწყობს სტრესსა და დაღლილობასთან გამკლავებას. შინაურ ცხოველთან ურთიერთობის დროს, ისინი იმდენ უსაზღვრო სითბოს გამოხატავენ პატრონის მიმართ, რომ ადამიანი ივსება დადებით ემოციებით.
მას არ სჭირდება მგრძნობელობისა და პასუხისმგებლობის სწავლება, ის ყოველთვის მეგობრულია პატრონის მიმართ.მათი სახლში ყოფნა უსაფრთხოებისა და სიმშვიდის შეგრძნებას იძლევა. კომუნიკაბელური და კონტაქტური ცხოველები უზრუნველყოფენ ემოციურ მხარდაჭერას, ხელს უწყობენ სტრესთან გამკლავებას.


2. მეტი მოძრაობის მიზეზი და ვარჯიშის დაწყება
ძაღლებს უყვართ პატრონები არა გარეგნობისა თუ ნიჭის გამო, არამედ იმიტომ, რომ ისინი არსებობენ. როდესაც ლეკვს სახლში მიიყვანთ, ყოველ დილით მოგიწევთ ადრე ადგომა ძაღლის გასასეირნებლად, რაც ხშირად გვეზარება უმეტესობას, როცა თუნდაც 15 წუთით ჰაერზე სეირნობა ჯანმრთელობისთვის აუცილებელია.

 

3. მეგობარი ბავშვებისთვის
ოთხფეხა მეგობარი ბავშვებისთვის საუკეთესო მეგობარი ხდება, მეგობარი, რომელიც მუდამ მის გვერდითაა და ხალისით ეთამაშება. თქვენ მეტი თავისუფალი დრო გექნებათ ოჯახის საქმეების მოსაგვარებლად თუ დასასვენებლად.



4. პასუხისმგებლობის ამაღლება ბავშვებში
ფსიქოლოგები გვირჩევენ ძაღლის ყიდვას ბავშვებიანი ოჯახებისთვის, რადგან მათი ურთიერთობა ზრუნვისა და სიყვარულის მაგალითი ხდება. შინაური ცხოველი მთლიანად ადამიანზეა დამოკიდებული და უპირობოდ ეგუება მფლობელის ყველა დადებით თუ უარყოფითი მხარეს.

შინაურ ცხოველთან კომუნიკაცია, მისი მოვლა და მასზე ზრუნვა ბავშვებს პასუხისმგებლობას, მგრძნობელობას და მოთმინებას ასწავლის.

5. ცხოვრების წესის შეცვლის მიზეზი
როცა სახლში შინაური ცხოველი ჩნდება, მოგიწევთ შეცვალოთ თქვენი ცხოვრების წესი, ყოველდღიური რუტინა, რათა დროულად წაიყვანოთ შინაური სასეირნოდ, გამოკვებოთ, ასწავლოთ და გაწვრთნათ.

6. ძაღლების მომშენებელთა ახალი ნაცნობები და წრე
თქვენი სოციალური წრე გაფართოვდება. თქვენ გაიცნობთ არა მხოლოდ ადამიანებს, რომლებსაც თქვენსავით ჰყავთ შინაური ცხოველები, არამედ გამოცდილ მომშენებლებს, კინოლოგებსა და ვეტერინარებს. შინაური ცხოველების პატრონებს შორის არიან სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის ადამიანები. შეიძენთ ახალ მეგობრებს.

7. ნამდვილი მეგობარი
შინაური ცხოველი გახდება თქვენი მეგობარი, ვისთან ერთადაც საინტერესოა დროის გატარება. შინაური ცხოველები სწრაფად ეჩვევიან პატრონს და ბოლომდე მისი ერთგული რჩებიან. მათთან ერთად არ მოგბეზრდებათ: ისინი ყოველთვის მზად ჩაერთონ თამაშში, სიამოვნებით პოზირებენ ოჯახურ ფოტო გადაღებებზე. მათთან ერთად შეგიძლიათ იმოგზაუროთ მანქანით, დაისვენოთ ბუნებაში. მათთან ერთად ნებისმიერი თქვენი აქტივობა გაცილებით ხალისიანი გახდება.

8. ავადმყოფთა დახმარება და მკურნალობა
სპეციალურად გაწვრთნილ ძაღლებს იყენებენ კანიოთერაპიაში. ეს სულ უფრო პოპულარული მეთოდია სხვადასხვა ფიზიკური დაავადების, ნეგატიური ფსიქიკური მდგომარეობისა და განვითარების მახასიათებლების სამკურნალოდ.
ცხოველთან კომუნიკაცია ხელს უწყობს სტრესის, შფოთვის, აგრესიის, ჰიპერაქტიურობისგან თავის დაღწევას,რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკუთარ სამყაროში ჩაძირულ ბავშვებსა და მოზრდილებში (აუტისტები), ადამიანებში, რომლებსაც უჭირთ გუნდთან ადაპტაცია.
ითვლება, რომ ძაღლთან ურთიერთობა სასარგებლოა ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ ალცჰეიმერის დაავადება, გაფანტული სკლეროზი. ისინი ასევე ხელს უწყობენ ადამიანის სწრაფ ადაფტაციას ინსულტისა და გულის შეტევის შემდეგ.

9. მოგზაურობის კომპანიონი
შინაური ცხოველები სიამოვნებით მოგზაურობენ მანქანით, მშვენივრად იტანენ თვითმფრინავის ფრენებს და მატარებლით მოგზაურობებს. თქვენ გეყოლებათ მუდმივად კომპანიონი, როცა ქალაქგარეთ ან კურორტზე მიდიხართ საზღვარგარეთ.
ზოგიერთ ქვეყანაში შინაური ცხოველები სპეციალურად გაწვრთნილი და კვალიფიცირებულია, როგორც ემოციური მხარდაჭერი. ასეთ ცხოველებს უფლება აქვთ მფლობელთან ერთად იფრინონ თვითმფრინავში, რათა დაეხმაროს მას ფრენის დროს სხვადასხვა პრობლემებთან გამკლავებაში.



10. შეკრული, მეგობრული ოჯახი
ითვლება, რომ ოჯახებში, სადაც არის შინაური ცხოველი, ნაკლებია კონფლიქტური სიტუაციები და უსიამოვნებები. შინაური ცხოველის წყალობით ოჯახის წევრები უფრო მეტად ურთიერთობენ ერთმანეთთან, რადგან აერთიანებენ საერთო ინტერესები და ზრუნავენ ცხოველზე.
როგორი ჯიშის ძაღლი თუ კატა არ უნდა იყოს, ის სიცოცხლის ბოლომდე პატრონის ერთგულია.

 

 

 

უკან დაბრუნება

კომენტარის დატოვება შეუძლია მხოლოდ
რეგისტრირებულ მომხმარებელს



ძებნა

კატეგორიები

ბოლოს დამატებული

თაგები