განცხადების დამატება

ლეკვის კვება

20 ივლ 2022

კომენტარი : 0

ავტორი: ადმინი

ლეკვის კვება

ლეკვის კვება


ლეკვი 1.5-2 თვიდან მზადაა ახალ ოჯახში წასასვლელად. პირველი, რაც უნდა ვიცოდეთ, ლეკვის სახლში მოყვანისას ესაა ლეკვის მშრალი საკვების დღიური დოზა. დასმულ კითხვაზე ცალსახა პასუხის გაცემა შეუძლებელია. ეს დამოკიდებულია ძაღლის ჯიშზე, შერჩეული მშრალი საკვების კალორიულობასა და ძაღლის ცხოვრების წესზე(ანუ რამდენად აქტიური ცხოვრების წესი აქვს მას). ძაღლის ყველა ჯიშს აქვს მიდრეკილება გარკვეული სახის დაავადებებისადმი, ამიტომ აუცილებელია სწორად შეარჩიოთ საკვები ძაღლის კონკრეტული ჯიშისათვის, რაც ყველა საკვების შეფუთვაზე მითითებულია

მაგალითად, იორკშირ ტერიერის და ლაბრადორის ლეკვის დღიური დოზა ორი თვის ასაკში განსხვავებული იქნება. თითოეულ კონკრეტულ შემთხვევასთან დაგეხმარებათ რეკომენდაციები, რომლებიც ყველა პროდუქციის საკვების შეფუთვაზე მითითებულია.

იმისათვის, რომ განსაზღვროთ თუ რამდენი მშრალი საკვები სჭირდება ლეკვს 2 თვის ასაკში, უნდა იცოდეთ მისი ამჟამინდელი წონა, ჯიში და მიახლოებითი წონა ამ ჯიშის .
სანამ ლეკვი პატარაა, რეკომენდებულია მისი წონის მონიტორინგი ყოველკვირეულად, რათა აკონტროლოთ მისი განვითარება და ზრდა.


ყველა ჯიში იყოფა ჯგუფებად:
• მინიატურული და მცირე (5 კგ-მდე);
• პატარა (5დან 10 კგ-მდე);
• საშუალო (10დან 20 კგ-მდე);
• დიდი (20დან 30 კგ-მდე)
• ძალიან დიდი(50კგ-დან ზევით)


მაგალითად, ზრდასრული ბიგლი ჩვეულებრივ იწონის 13-18 კგ-ს და მიეკუთვნება საშუალო ჯიშებს.

დღიური კვების ნორმის გასაგებად მაგ. განვიხილოთ იორკშირული ტერიერი. ეს ჯიში მინიატურულია,რადგან ზრდასრული 4-5 კგ.მდე იწონის. ამიტომ ჩვენ ვირჩევთ მცირე წონის ძაღლების სვეტს. ლეკვის წონის და ასაკის მიხედვით ვიგებთ დღიურ ნორმას და მითითებული დღიური ნორმა უნდა გაიყოს კვების რაოდენობაზე. ჩვეულებრივ ამ ასაკში ძაღლებს 4-5-ჯერ იკვებებიან. მიღებული ციფრი გვიჩვენებს ლეკვის ერთი პორციის წონას

ზოგადად ორი თვის ლეკვების პორციები საკმაოდ მცირეა. ამიტომ, სიზუსტე მნიშვნელოვანია. საკვები შეგვიძლია გასაზომად შეგიძლიათ გამოიყენოთ იმ საკვების საზომი ჭიქა, რომელი საკვებითაც კვებავთ თქვენს ლეკვს ან გამოიყენეთ ელექტრონული სამზარეულოს სასწორი. არ არის რეკომენდებული სხვა მწარმოებლების ჭიქების გამოყენება, რადგან გრანულების სიმკვრივე და ზომა შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს და შედეგად ლეკვი მიიღებს საკვებს მეტი ან ნაკლები რაოდენობით.
ასევე გაითვალისწინეთ მისი ინდივიდუალური მახასიათებლები და ცხოვრების სტილი. თუ ლეკვს ბევრი აქტიური ვარჯიში აქვს ან ქუჩაში ღია ცის ქვეშ ცხოვრობს, მას მეტი საკვები დასჭირდება, ვიდრე მის თანატოლ ლეკვებს, რომლებიც მთელ დღეს ბინაში ატარებენ.

დღეში რამდენჯერ უნდა ვაჭამოთ ლეკვს

 

ლეკვის ასაკი და კვების რაოდენობა დღეში

2 თვემდე          5

2-4 თვე            4

4-6 თვე            3

6-7 თვიდან      2

 

 

 

უკან დაბრუნება

კომენტარის დატოვება შეუძლია მხოლოდ
რეგისტრირებულ მომხმარებელს



ძებნა

კატეგორიები

ბოლოს დამატებული

თაგები